ოქტომბერი 30, 2025
სინტაქსი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციაზე – ManageEngine UserConf London 2025
23–24 ოქტომბერს, სინტაქსმა მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე — ManageEngine UserConf London 2025, რომელიც აერთიანებს IT სფეროს წამყვან პროფესიონალებს, პარტნიორებსა და მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან.
ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ პროდუქტის შემქმნელებს, გაცნობოდნენ უახლეს ტექნოლოგიურ ტენდენციებს და მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება ახალი ფუნქციონალების გამოყენებაში.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ტექნიკური ვორქშოპები და ინდივიდუალური შეხვედრები ტექნიკურ სპეციალისტებთან, რომლებმაც სტუმრებს შესაძლებლობა მისცეს გაეზიარებინათ გამოცდილება და მიეღოთ პერსონალური რეკომენდაციები.
ღონისძიება ასევე მოიცავდა გასართობ აქტივობებსაც, რომლებიც ახალი კონტაქტებისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე იყო ორიენტირებული.
სინტაქსისთვის, მონაწილეობა საერთაშორისო პარტნიორის — ManageEngine-ს მასშტაბურ კონფერენციაში UserConf London 2025, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის გლობალური განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორული ურთიერთობების გასაღრმავებლად.
🚀 Syntax Global — საქართველოდან საერთაშორისო წარმატებისკენ!
#GoGlobal #ManageEngine #UserConfLondon











