ოქტომბერი 16, 2025

სინტაქსი საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებაზე – „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“

8-9 ოქტომბერს სინტაქსმა მონაწილეობა მიიღო უზბეკეთში გამართულ მასშტაბურ ბიზნეს ღონისძიებაზე – „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“, რომელიც გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება ტაშკენტის სასტუმრო Hilton Tashkent City-ში ორ დღეს გაგრძელდა და მოიცავდა კონფერენცია-გამოფენას.

კომპანიას წარმოადგენდნენ გიორგი მაჭავარიანი (სინტაქსის თანადამფუძნებელი), ზაზა ჯაველიძე (სინტაქსის თანადამფუძნებელი) და სალომე ბაკურაძე (სინტაქსის Enterprise ექაუნთ მენეჯერი).

ღონისძიებას 4000-ზე მეტი სტუმარი და 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო სხვადასხვა სექტორიდან – მათ შორის სამშენებლო, სამედიცინო, სარეკლამო და ლოგისტიკის სფეროებიდან. ფორუმის მიზანი იყო საქართველოსა და უზბეკეთს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნა.

სინტაქსის მონაწილეობა ამ ფორუმში მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის საერთაშორისო თანამშრომლობების გაფართოებისა და რეგიონის ბიზნეს ეკოსისტემასთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად. მსგავსი ღონისძიებები საშუალებას იძლევა, წარმოაჩინონ ქართული ბიზნესების გამოცდილება, ჩამოყალიბდეს ახალი პარტნიორული ურთიერთობები და გაძლიერდეს საქართველოს როლი რეგიონულ ეკონომიკურ ქსელში.



Syntax Global — საქართველოდან საერთაშორისო წარმატებისკენ!

#GoGlobal

Share: